Monday, June 11, 2018

საზაფხულო სკოლის რეფლექსია


                                                       საზაფხულო სკოლის  რეფლექსია
   საზაფხულო სკოლის მოწყობის იდეა  მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა . კერძოდ, იმან, რომ მოსწავლეებს გაეტარებინათ დასვენების გარკვეული დღეები საქმიანად და ხალისიანად  ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ არაფორმალური განათლება ქმედითი ცოდნის ხარისხსა და მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
ასეთ შემთხვევაში უკეთ  აქტიურდება ახალგაზრდების შინაგანი ძალები.
დავიწყე სამოქმედო გეგმის მიხედვით მოქმედება. ვითვალისწინებდი თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევ  შედეგებს  სვოტ-ანალიზის მეშვეობით , რაც ეფექტური კონტროლის მექანიზმია მიზნის მიღწევის გზაზე.
ყოველი აქტივობა იყო გაჯერებული ქმედითი ცოდნის უზრუნველსაყოფად . განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა გორის ციხის დათვალიერებას. მოსწავლეებს  მეტი ინტერესი გაუჩნდთ  ფაქტობრივი ცოდნის ამაღლების თვალსაზრისით. ასევე გაუღრმავდათ   ეროვნულ-პატრიოტული გრძნობები, წინაპრებისადმი პატივისცემისა   და პასუხისმგებლობის განცდა. ასევე ძლიერ მხარედ ვთვლი გორიჯვრისა და გორის ეკლესიების დათვალიერებას,  რის შედეგადაც საოცარი განწყობა იგრძნობოდა,
ძლიერ მხრედ მიმაჩნია ვიზიტი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მოსწავლეებმა  აღფრთოვანება გამოხატეს, და მოკრძალებითა და დიდი ინტერესით უახლოვდებოდნენ თითოეულ ნივთსა თუ საგანს, საკუთარ ტრადიციებსა და ცხოვრებაზე ხალისიანად იღრმავებდნენ ცოდნას .
საზაფხულო სკოლის  ძლიერი მხარეა ისიც, რომ მან მან აამაღლა მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები.
ყოველი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას წინ უძღოდა ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია ამა თუ იმ კულტურის ძეგლის შესახებ.
პროექტის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის ფაქტი ,რომ საზაფხულო სკოლის არეალი გასცდა სკოლის ტერიტორიას მოსწავლეები ფაქტობრივ ცოდნას იძენდნენ სკოლაში და მიღებული ცოდნის რელიზებას ახდენდნენ სკოლის გარეთ-ქალაქ  გორში.
საზაფხულო სკოლამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის განვითარებას. გორის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი წერილობით გადმოსცემდნენ თავიანთ შთაბეჭდილებეს (ლექსის, ჩანახატის, დღიურის სახით.)
  საზაფხულო სკოლამ აამაღლა მოსწავლეთა როგორც ცოდნის დონე, ისე დემოკრატიულობა, ტოლერანტობას, ხელი შეუწყო, იყვნენ შემოქმედნი, რეალიზებულნი.
გამოიკვეთა სუსტი მხარეც. კერძოდ, უკეთესი იქნებოდა,  მონაწილეების მიღება საბაზო საფეხურზეც გამომეცხადებინა .ასევე ჯობდა, სხვა პედაგოგთა ჩართულობა . ეს არა მხოლოდ საზაფხულო სკოლის მდგრადობაზე აისახებოდა მეტად , არამედ  ხელს შეუწყობდა მსგავსი ინიციატივების განხორციელებასა და „კრიტიკული მეგობრის „ ინსტიტუტის გაძლერებას.
თუმცა ვთვლი, რომ საზაფხულო სკოლა  წარმატებით განხორციელდა







No comments:

Post a Comment