Monday, June 11, 2018

საზაფხულო სკოლის რეფლექსია


                                                       საზაფხულო სკოლის  რეფლექსია
   საზაფხულო სკოლის მოწყობის იდეა  მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა . კერძოდ, იმან, რომ მოსწავლეებს გაეტარებინათ დასვენების გარკვეული დღეები საქმიანად და ხალისიანად  ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ არაფორმალური განათლება ქმედითი ცოდნის ხარისხსა და მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
ასეთ შემთხვევაში უკეთ  აქტიურდება ახალგაზრდების შინაგანი ძალები.
დავიწყე სამოქმედო გეგმის მიხედვით მოქმედება. ვითვალისწინებდი თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევ  შედეგებს  სვოტ-ანალიზის მეშვეობით , რაც ეფექტური კონტროლის მექანიზმია მიზნის მიღწევის გზაზე.
ყოველი აქტივობა იყო გაჯერებული ქმედითი ცოდნის უზრუნველსაყოფად . განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა გორის ციხის დათვალიერებას. მოსწავლეებს  მეტი ინტერესი გაუჩნდთ  ფაქტობრივი ცოდნის ამაღლების თვალსაზრისით. ასევე გაუღრმავდათ   ეროვნულ-პატრიოტული გრძნობები, წინაპრებისადმი პატივისცემისა   და პასუხისმგებლობის განცდა. ასევე ძლიერ მხარედ ვთვლი გორიჯვრისა და გორის ეკლესიების დათვალიერებას,  რის შედეგადაც საოცარი განწყობა იგრძნობოდა,
ძლიერ მხრედ მიმაჩნია ვიზიტი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მოსწავლეებმა  აღფრთოვანება გამოხატეს, და მოკრძალებითა და დიდი ინტერესით უახლოვდებოდნენ თითოეულ ნივთსა თუ საგანს, საკუთარ ტრადიციებსა და ცხოვრებაზე ხალისიანად იღრმავებდნენ ცოდნას .
საზაფხულო სკოლის  ძლიერი მხარეა ისიც, რომ მან მან აამაღლა მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები.
ყოველი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას წინ უძღოდა ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია ამა თუ იმ კულტურის ძეგლის შესახებ.
პროექტის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის ფაქტი ,რომ საზაფხულო სკოლის არეალი გასცდა სკოლის ტერიტორიას მოსწავლეები ფაქტობრივ ცოდნას იძენდნენ სკოლაში და მიღებული ცოდნის რელიზებას ახდენდნენ სკოლის გარეთ-ქალაქ  გორში.
საზაფხულო სკოლამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის განვითარებას. გორის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი წერილობით გადმოსცემდნენ თავიანთ შთაბეჭდილებეს (ლექსის, ჩანახატის, დღიურის სახით.)
  საზაფხულო სკოლამ აამაღლა მოსწავლეთა როგორც ცოდნის დონე, ისე დემოკრატიულობა, ტოლერანტობას, ხელი შეუწყო, იყვნენ შემოქმედნი, რეალიზებულნი.
გამოიკვეთა სუსტი მხარეც. კერძოდ, უკეთესი იქნებოდა,  მონაწილეების მიღება საბაზო საფეხურზეც გამომეცხადებინა .ასევე ჯობდა, სხვა პედაგოგთა ჩართულობა . ეს არა მხოლოდ საზაფხულო სკოლის მდგრადობაზე აისახებოდა მეტად , არამედ  ხელს შეუწყობდა მსგავსი ინიციატივების განხორციელებასა და „კრიტიკული მეგობრის „ ინსტიტუტის გაძლერებას.
თუმცა ვთვლი, რომ საზაფხულო სკოლა  წარმატებით განხორციელდა







საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა


სსიპ  გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის  საჯარო სკოლის
„საზაფხულო სკოლა=  ,,შინაარსიანი  ზაფხული “

სამუშაო პროგრამა


სამიზნე სკოლა
 სსიპ გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის   საჯარო სკოლა
პროგრამის მიმდინარეობის ლოკაცია
სსიპ  გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის   საჯარო სკოლა, ქალაქი გორი.
პროგრამის განმხორციელებელი პედაგოგიდა
მისი საკონტაქტო ინფორმაცია

მაია სამხარაძე
59001061335
ტელ: 577-09-41-25
Samkharadze.maiko@gmail.com

პროგრამის სახელწოდება
საზაფხულო სკოლა -  ,,შინაარსიანი ზაფხული“
საზაფხულო სკოლის  მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა
საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისათვის  ერთდროულად დასვენების, შემეცნებისა და გართობის საშუალებაა. ხელს უწყობს ყოველი მოსწავლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი აფიზიკური პოტენციალის გამოვლენა. მოსწავლეები აქ სახალისო და, ამავდროულად, აკადემიურად დატვირთულ გამოცდილებას მიიღებენ. ჯგუფური მუშაობა, ექსკურსია, ექსკურსია-ლაშქრობა, კონკურსები, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაციები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებასდა კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.



მიმართულება
 ინტელექტუალური/
პროგრამის წარმართვისათვის საჭირო თანხის ოდენობა
100 ლარი
სამიზნე ჯგუფი
V-VI კლასის მოსწავლეები

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა
(კვირების ჯამური რაოდენობა)
2 კვირა

აქტივობების ხანგრძლივობა
3 საათი

განხორციელების სავარაუდო ვადები
24 ივლისი - 4 აგვისტო
ივლისის ბოლო კვირა, აგვისტოს პირველი კვირა.

პროექტში ჩართული მოსწავლეების  სავარაუდო რაოდენობა
6- გოგონა

4 - ბიჭი

მიზანი
საზაფხულო სკოლის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის განვითარება, ანალიტიკური აზროვნების, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევების გამომუშავება.



შედეგები
საზაფხულო სკოლა აამაღლებს მოსწავლეთა როგორც ცოდნის დონეს, ისე დემოკრატიულობას, ტოლერანტობას, ხელს შეუწყობს, იყვნენ შემოქმედნი, რეალიზებულნი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. ამ მიზნით მოსწავლეები გაეცნობიან გორის რამდენიმე ღირსშესანიშნაობას.

მეთოდოლოგია

ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა:
 ექსკურსია-ლაშქრობა, ექსკურსიები, კომპიუტერთან მუშაობა,
 ინფორმაციის, ფოტო მასალის მოძიება, გამოფენის მოწყობა.

დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებები:
თხზულების, ლექსის, დღიურის, ჩანახატის, ნახატის შექმნა.


კურსის მოკლე აღწერილობა
საზაფხულო  სკოლის სამუშაო პროგრამის გაცნობა. ,,მოლოდინის ხის“ შექმნა. კომპიუტერთან მუშაობა.
შემეცნებითი ექსკურსია- გორის ციხის ნახვა. ფოტო-ვიდეოს გადაღება.
გორისა და გორელთა ისტორიულ წარსულში მოგზაურობისა და  კულტურის გაცნობის მიზნით გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება.
გორელთა რელიგიური მრწამსის გარკვევის მიზნით  სამების, ღვთისმშობლის სახელობის, მთავარანგელოზისა და  წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრების დათვალიერება.
მიღებული შთაბეჭდილებების წერილობით(ლექსის, ჩანახატის, თხზულების, დღიურის სახით) და ნახატით გადმოცემა.
კლუბის წევრთა ნამუშევრების პრეზენტაცია.
გაწეული მუშაობის შეჯამება:
საუკეთესო ჩანახატის, ლექსის, თხზულებისა თუ ნახატის გამოვლენა.
მოსწავლეთა დაჯილდოება. სერტიფიკატების გადაცემა.


საზაფხულო სკოლის დღის რეჟიმი
·         საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით.
·         მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.
·         გაკვეთილი სხანგრძლივობაა 3სთ.
მეცადინეობის დაიწყება 10 სთ-ზე და დამთავრდება 13სთ-ზე



საზაფხულო სკოლის განაცხადი


სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია სამხარაძე აცხადებს 11-12 წლის ბავშვების მიღებას საზაფხულო სკოლაში.

საზაფხულო პროგრამა მოიცავს:
·         განმავითარებელ-შემოქმედებით აქტივობებს,
·         შემეცნებით აქტივობებსომპიუტერთან,
ბავშვები იმუშავებენ სხვადასხვა სახალისო პროექტებზე, პრეზეტაციებსა და გამოფენის მოწყობაზე.
გარდა ამისა, იქნება შემეცნებითი ტური  გორში-შეისწავლიან და გაეცნობიან გორის რამდენიმე ღირსშესანიშნაობას.
·         საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით.
·         მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.
·         გაკვეთილის ხანგრძლივობაა 3სთ.
მეცადინეობის დაიწყება 10 სთ-ზე და დამთავრდება 13სთ-ზე
კურსის ხანგრძლივობა: ორი კვირა.
განცხადებები მიიღება 26 ივნისიდან  20 ივლისამდე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში.
ტელ: 577-09-41-25 მაია სამხარაძე.